logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ამ სიბინძურის შექმნაში გიგა ბოკერიას როლი თვალსაჩინოა!
- +

15 მარტი. 2016. 20:17



მოძრაობა „ეროვნულების"  ხელმძღვანელი სანდრო  ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბარში პოკურატურის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშოაბა მართლაც ეფექტურად განხორციელდა.


ბრეგაძის თქმით აკრძალული მეთოდებით ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კვლავაც გაგრძელდება...


„ნაცების და მათ მიერ მოსყიდული ჟურნალისტების გეგმა ჩავარდა. ყველაფერი ეს ცილისმწაბელური კამპანია უკავშირდებოდა  ჩვენს ურყევ პოზიციას ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით.

 

უზნეო, ბინძური და არაადამიანური ცილისწამებები, რომლის შესახებაც ვაფრთხილებდი საზოგადოებას მოდიოდა ქართველთ მოძულეთა მხრიდან. ვერც კი წარმოიდგენთ რა ნერვების ფასად დაგვიჯდა  ამ  სიბინძურის მოთმენა, თუმცა ქრისტიანული მოთმინებით ველოდით სიმართლის გამომზეურებას.

 

მადლობა პროკურატურას, რომ სწრაფად, ობიექტურად და პროფესიონალურად გამოიძია ნაცებისა და ქართველთ მოძულეების მიერ დაგეგმილი ცილისმწამებლური პროვოკაცია და ყველა დამნაშავეს საკადრისი მიეზღო. ბრძოლა  ეროვნული ინტერესებისათვის და საქართველოს მოღალატეების წინააღმდეგ  კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გაგრძელდება და ის ჭეშმარიტების გამარჯვებით დაგვირგვინდება.

„დააბრალე ყველაფერი, რისი დაბრალებაც საჭიროა მოცემულ მომენტში, გამიზნულად იმოქმედე მის ადამიანურ ღირსებებზე და მერე თვითონ იმართლოს თავი!"- ამ პრინციპით მოქმედებენ ეროვნულობის და ქართველობის მტრები, თუმცა მათი სიბინძურე ვერას დააკლებს ჩვენს წმინდა ბრძოლას. ჩვენთან არს ღმერთი!- დარწმუნებული ვარ,  ამ ბოლო 2-3 დღეში მომხდარი საზიზღრობებიც ქართველთ მოძულე (ნაცების) მხრიდან შურისძიება იყო იმ პოლიტიკური ძალების მიმართ,  რომელთაც მხარი დაუჭირეს ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის საკონსტიტუციო შესწორებას. ამიტომ პროკურატურის მიერ შესანიშნავად გამოძიებული საქმის შემდეგ მოვითხოვ,  რომ  გამავრცელებლების  შემდგომ  პასუხისგებაში მიეცეს და დაკავებული იქნას სააკაშვილის ხელისუფლების ყველა ის მაღალჩინოსანი,რომელიც ორგანიზებას უწევდა ფარული კადრების გადაღებას. ბევრ მათგანს უნდა მოეხსნას პარლამენტარის იმუნიტეტი, რადგან როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი,  რამდენიმე მათ შორის დღეს პარლამენტის წევრია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერებად გვევლინებიან. სასწრაფო წესით გამოსაძიებელია ის ფაქტი,რომ სწორედ მათი დავალებით ხდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შექმნა და დაარქივება, რათა შემდგომ ის გამოყენებული ყოფილიყო ოპოზიციის ლიდერების შანტაჟისთვის.  ასევე თვალსაჩინოა სააკაშვილის რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივნის- გიგა ბოკერიას როლი ამ სიბინძურის შექმნაში.  სწორედ უშიშროების საბჭო უწევდა კურირებას კუდ-ის  და  სოდ-ის  შესაბამისი სამსახურების მუშაობას, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ამ უკანონო საქმიანობით. ამ პროცედურების განხორციელებისა და პასუხისგებაში დამნაშავე პირების მიცემის შემდგომ მე კი ვიცი სადამდეც მივალთ და მზიური ოდესაც დაისვენებს შემოსეული მტარვალისგან!", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.





 

right_banner
არქივი
right_banner