logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ადამიანს, რომელსაც ასეთი ბინძური აზრები მოუვა თავში, ბევრი წლის გატარება მოუწევს ციხეში!
- +

16 მარტი. 2016. 13:18



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება-გავრცელებისთვის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.


ამ დანაშაულისთვის კანონის მოქმედი ნორმა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიროტაძე ამბობს, რომ ეს სასჯელი არასაკმარისია:


„ჩემი ინიციატივა არ არის ერთადერთი ზომა, რომელიც ამ დანაშაულის არსებობას წერილს დაუსვამს, მაგრამ მგონია, რომ პრევენცია იქნება, თუ  კანონს გავამკაცრებთ. ადამიანს, რომელსაც ასეთი ბინძური აზრები მოუვა თავში,  ბევრი წლის გატარება მოუწევს ციხეში, დაფიქრდება, რომ ეს არ გააკეთოს. მე დავიწყე კონსულტაციები იურისტებთან, დამიკავშირდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებიც, რომლებსაც მსგავსი ინიციტივა აქვთ. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10 დღეში  ინიციატივას დავარეგისტრირებ", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.





 

right_banner
არქივი
right_banner