logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: სუს-ის გაუქმება ნიშნავს, ჯაშუშების წინააღმდეგ ბრძოლას მოვეშვათ!
- +

16 მარტი. 2016. 14:45



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება.


პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა 4 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდეს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმირება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები  და გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი.


ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას ქუცნაშვილი ამბობს, რომ სუს-ის გაუქმება ნიშნავს უცხო ქვეყნის ჯაშუშების საწინააღმდეგო ბრძოლას მოვეშვათ, უარი ვთქვათ საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულზე თვალი დავხუჭოთ.


„სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ დავამატეთ მივიღეთ სპეციალური თავი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა საკითხი. სუს-ის გაუქმება ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუშების წინააღმდეგ ბრძოლას მოვეშვათ, უარი ვთქვათ საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულზე თვალი დავხუჭოთ. თუ ამ პუნქტებს დავაკვირდებით, მყვირალა, უშინაარსო სათაურები აქვს. ჯერ ის უნდა თქვან, რა არ მოსწონთ მოქმედ კანონში, რომელიც ჩვენ 2014 წელს მივიღეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ეს არის ახალი თავი, რომლის მსგავსი არასდროს ყოფილა ჩვენს კანონმდებლობაში. მასში მოცემულია საზოგადოებრივი, სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ასე შემდეგ", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.






 

right_banner
არქივი
right_banner