logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: არ იქნება არანაირი კომპრომისი!
- +

16 მარტი. 2016. 17:26


 

„არ იქნება არანაირი კომპრომისი, არანაირი დათმობა საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე", - ამის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას ანი მიროტაძემ განაცხადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რუსეთთან ერთადერთი სასაუბრო თემა ამ ეტაპზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.


„საქართველო რუსეთთან ისაუბრებს მხოლოდ ერთი წინაპირობის გათვალისწინებით და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა სასაუბრო რუსეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს. არსებობს ბევრი თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ", - განაცხადა მიროტაძემ.

 

 

 

იხილეთ გრიგორი კარასინის განცხადება:

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671





 

right_banner
არქივი
right_banner