logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, რუსეთთან აწარმოოს არააგრესიული პოლიტიკა, მაგრამ…
- +

16 მარტი. 2016. 18:18



„ვერანაიარად ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის და ვერ ჩამოყალიბდება კეთილმეზობლური ურთიერთობები, სანამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან" საუბრისას დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ გააკეთა. პარლამენტარი გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ანტირუსული რიტორიკა გაიზარდა.


„სასიამოვნო განცხადება ნამდვილად არ არის. ბოლო პერიოდში ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, რუსეთთან აწარმოოს არააგრესიული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრინციპული და შეუვალი. პრინციპულობა და შეუვალობა გამოიხატება ჩვენს დამოკიდებულებაში ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, რაც არის მთავარი შემაფერხებელი ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების. მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ შეუვალნი ჩვენს მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, რაც არის ტერიტორიული მთლიანობა.

 

რაც შეეხება აგრესიულ პოლიტიკურ  განცხადებებს რუსეთის მიმართ, მიაჩნია, რომ ეს მიზანშეწონილი არაა. ასეთმა განცხადებებმა ახლო წარსულში არცთუ ისე სასიამოვნო  შედეგი მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რუსეთის მიმართ არ უნდა გვქონდეს აგრესიული რიტორიკა", - განაცხადა ჟვანიამ.

 

 

იხილეთ გრიგორი კარასინის განცხადება:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671


 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner