logo_geo
eng_logo
დეკანოზი შალვა კეკელია: მეუფე პეტრემ განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით - ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის მოღვაწეობით
- +

3 ნოემბერი. 2019. 15:15

 

„მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია“, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

 

„მეუფე პეტრემ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით - ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის ამდენხნიანი მოღვაწეობით. დღეს ვხედავთ, ხალხი როგორ მოდის და მოაშურებს სამების საკათედრო ტაძარს, მან ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ამ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას რომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარება უნდოდეს, ასე არ არის, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესი“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner