logo_geo
eng_logo
კახა კალაძე კამპანიას - „არაფერი არ კეთდება“ იწყებს
- +

3 ნოემბერი. 2019. 22:30


თბილისის მერი კახა კალაძე ახალ კამპანიას იწყებს, რომელსაც „არაფერი არ კეთდება“ ერქმევა.

 

მისივე თქმით, ამ რუბრიკით იგი, თბილისის მცხოვრებლებს ყოველდღიურად დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწვდის ინფორმაციას.  

 

„ვიწყებთ საინტერესო რუბრიკას „არაფერი არ კეთდება“ და გექნებათ ყოველდღიური ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ქალაქში ახორციელებს“, - განმარტავს კალაძე.

 

თბილისის მერი სოციალური ქსელის მომხმარებლებს დღეს, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში   ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებიდან ჩაერთო და იქ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, უკვე მოწესრიგდა საკალიზაციო, სანიაღვრე სისტემა. შეცვლილია გაზის მილებიც, ბოლო ეტაპი კი გზის საფარის დაგებაა.   

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner