logo_geo
eng_logo
მეუფე ანტონი: ეკლესია ბოლოჟამის წინაშეა, დაჰკარგავს რაოდენობას, მაგრამ მიიღებს ხარისხს
- +

6 ნოემბერი. 2019. 10:56

 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აცხადებს, რომ ეკლესია ბოლო ჟამის წინაშეა - დაჰკარგავს რაოდენობას, მაგრამ მიიღებს ხარისხს. ეკლესიაში, ის მრევლი დარჩება, რომელმაც იცის რისთვის არის აქ.

როგორც მიტროპოლიტმა „tv პირველის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირებისგან ყველა ხელისუფლების დროს, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის დაკავებას ითხოვენ, როცა პოლიტიკოსები წინააღმდეგობას აწყდებიან,  ბრაზდებიან და იწყებენ სასულიერო პირების საზოგადოების თვალში დაკნინებას.


მისივე თქმით, ეკლესიაზე შეტევა კომუნისტების დროიდან იღებს სათავეს. მაშინდელ ფილმებს თუ გავიხსენებთ, სასულიერო პირები ოხროხინეებად გამოჰყავდათ. ეკლესიაზე ხორციელდებოდა მიზანმიმართული შეტევა, რომ  ეკლესიის მსახური დაკნინებული ყოფილიყო.

„აბაშაში როცა დავიწყე მსახური, 70 წლის შემდეგ, პირველი მოძღვარი ვიყავი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ადამიანების ნდობა მომეპოვებინა, სამღვდელოებას კრიტიკული თვალით გვიყურებდნენ. ჯერ კიდევ, მე-2 კურსის სტუნდენტი ვიყავი, მახსოვს, მაშინაც უპირისპირდებოდნენ ეკლესიას. ეროვნული მოძრაობის დროს, ჩვენგან ითხოვდნენ გარკვეული პოზიცია დაგვეკავებინა. მაშინ ეკლესია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ამის გამო პოლიტიკოსები გვინაწყენდებოდნენ“, - აცხადებს მეუფე ანტონი.

 

მისი შეფასებით, ეკლესიის გარშემო შექმნილი სკანდალური ვითარების ერთ-ერთი მიზეზი იმაშიც მდგომარეობს, რომ საპატრიარქომ ფართოდ გაუღო კარი აკადემიაში სწავლის ყველა მსურველს.



„ჩვენ გავაღეთ კარი და ყველა მივიღეთ, სწორედ მაშინ ატყდა შანტაჟები, შფოთი. ძველად კურსზე 10 სტუნდენტი ვიყავით, როცა მცხეთიდან თბილისში გადმოვედით, ერთბაშად 150 სტუდენტი მიიღეს. საიდან რა მოდის? შერლოკ ჰოლმსი უნდა იყო, რომ გამოიცნო. როცა შენ საქმეში ხარ ჩაძირული, არ იცი ვინ რას გიგეგმავს. მაგრამ თანდათან ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ჩვენ ეს გვიწერია და ვიცით, რომ ბოლო ჟამის ეკლესია ასეთი იქნება. ეს რეალობაა, ეს კინო არ არის, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ველოდი, რომ ოდესღაც ეს ასე იქნებოდა, სულ დაძაბულია ფონი და ვითარება“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner