logo_geo
eng_logo
მეუფე ანტონი ეკლესიის წიაღში მამათმავლობის არსებობას არ გამორიცხავს
- +

5 ნოემბერი. 2019. 22:02

 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ეკლესიის წიაღში მამათმავლობის არსებობას არ გამორიცხავს, მაგრამ ამბობს, რომ ამ მიმართულებით ეკლესიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. ასეთი ბრალდების გამო, ​რამდენიმე მოძღვარს შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე განაყენეს, გაფრთხილება მისცეს. ზნეობრივი კომიტეტიც იყო ჩამოყალიბებული და აქტიური მუშაობა მიდიოდა მამაოებთან.

 

როგორც მეუფე ანტონმა "tv პირველის" ეთერში განაცხადა, როგორიც არ უნდა იყოს მოძღვარი, მას თავისი მრევლი ჰყავს, რომელიც ასეთ ბრალდებას არ დაიჯერებს.  

 

"საერთოდ, ეკლესიურად ვიცით, რომ ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც მაცხოვრის შობიდან და მისი განკაცებიდან ყველაფერს ებრძვის, რაც ეკლესიას და ეკლესიურობას უკავშირდება. დღეს, არის ეპოქა და ჟამი ისეთი, რომ ეროვნული სახე რომ დააკარგვინო ადამიანს, მას ტრადიცია უნდა მოუსპონ, ერთგულება და ხასიათის სიმტკიცე განუმერყეონ. ამაზე მიდის მუშაობა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთლიანად მთელს მსოფლიოში აღძრული წინააღმდეგობრივი მოძრაობაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

მისივე თქმით, ყოფილი მეუფის, პეტრეს მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება მღვდელმთავრებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. პატრიარქის მიმართ მისგან მსგავს ცილისწამებას არავინ ელოდა.  

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner