logo_geo
eng_logo
„ამირანთან“ პოლიციამ, პიროტექნიკის გამოყენების ფაქტი აღკვეთა და 2 პირი დააკავა
- +

8 ნოემბერი. 2019. 20:00

 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

 

აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

 

როგორც „რეპორტიორს“ შსს-ში განუცხადეს, კოსტავას გამზირზე, პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.


თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილები  ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  პრემიერას აპროტესტებენ. აქციები ასევე იმართება ბათუმში. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner