logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა
- +

9 ნოემბერი. 2019. 17:08

 

„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება. როცა ვსაუბრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ განათლების რეფორმაზე, ეს არის უდიდესი კომპონენტი ამ რეფორმაში. ვერცერთმა ადამიანმა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები, ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და ამ მასშტაბის, კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განთლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტურები, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ჰქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner