თანამედროვე მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდება. ყოველდღიურად ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები, იხვეწება ტექნოლოგიები და ვიღებთ სრულიად ახალ, კვლევებზე დაფუძნებულ მედიცინას. სწორედ ასეთი მიდგომით გამოირჩევა კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც საქართველოში მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას ამკვიდრებს.
ულტრათანამედროვე კლინიკა, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, პაციენტებს მრავალფეროვან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელიც ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური სერვისებისთვის გამოიყენება. მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი კი მზადაა, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ პაციენტებს.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ, მათ შორის ქირურგიული, ონკოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა. ცენტრში წარმოდგენილი სერვისების სრულად სანახავად, ეწვიეთ CMC Hospital-ის საიტს.
კავკასიის სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ დეპარტამენტში ოპერაციები დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ტარდება. აქ სამი ქირურგიული მიმართულება არსებობს: ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია და ბარიატრია. ოპერაციები ტარდება როგორც ლაპარკოსკოპიული, ასევე ტრადიციული, ღია წესით.
უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების, თანამედროვე აპარატურის და პროფესიონალ ექიმთა გუნდის მეშვეობით, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ყველა სახის ოპერაციული მკურნალობა. ცენტრში ასევე წარმატებით მუშაობს ანგიოქირურგიული, თორაკოქირურგიული და ყბა-სახის ქირურგიული განყოფილებები.
ონკოლოგია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის მხრივ, აღნიშნული ცენტრი რეგიონში ლიდერია.
ონკოლოგიურ განყოფილებაში, კიბოს დროული გამოვლენისა და მისი სწორი მიმართულებით მკურნალობისთვის, უახლესი თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. გარდა ამისა, ცენტრში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურა დაავადების მართვას და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას უზრუნველყოფს. მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი ონკოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური და ონკოქირურგიული მიმართულებით მუშაობს და პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფუნქციონირებს როგორც დღის, ასევე 24 საათიანი სტაციონარი, სადაც მათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ.
კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური სამსახურში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. განყოფილებაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციოები. გარდა ამისა, პაციენტებისთვის ხელმისწვდომია პოსტ-ოპერაციული მოვლის სრულყოფილი სერვისი.
უროლოგიური განყოფილება ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებით. პროფესიონალ ექიმთა დახმარებით, პაციენტებს უროლოგიური პათოლოგოების სრული სპექტრის მკურნალობა შეუძლიათ.
კავკასიის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილება, ურთულესი ოპერაციების ჩატარების და მკურნალობის ინოვაციური მეთოდებით, უნიკლურია რეგიონში. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი განყოფილება, სამედიცინო დახმარებას კი მათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი უწევთ.
ცენტრში სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურები 24 საათის განმავლობაში ტარდება. ოპერაციები ტარდება როგორც ღია სახით, ასევე ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდებით.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ევექსის ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია. თუ თქვენ ახლა სამედიცინო მომსახურების მისაღებად თქვენთის შესაფერის ადგილს არჩევთ, რამდენიმე მარტივ მიზეზს გაგაცნობთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ სწორედ CMC ჰოსპიტალი:
დასკვნის სახით კი დავამატებთ, რომ CMC ჰოსპიტალში ხორციელდება კიბოს სკრინინგი და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სხვა სახელმწიფო პროგრამები. ეს კი პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის დასავლური სამედიცინო სერვისების მიღებას.