logo_geo
eng_logo
ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა: უკვალოდ არ გადის, არც ერთი სტრესი
- +

28 იანვარი. 2020. 00:10

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე წერს „ფეისბუქზე“.

 

მისი თქმით, დროული სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება მაინც დასჭირდა.

 

ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი.... ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ , - წერს სოფო შუბლაძე.

 

თავად ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სოფო შუბლაძე თავის პოსტში ამის შესახებაც წერს:

 

ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner