logo_geo
eng_logo
ამერიკაში უჩვენეს ფილმი, რომელიც „მაიდნის“ საქმეში ბაიდენსა და ობამას ადანაშაულებს
- +

14 თებერვალი. 2020. 13:37

 

 

აშშ-ში კვირის ბოლოს, დასვენების დღეებში, ტელეარხზე „One America News“ უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „იმპიჩმენტი. ბაიდენის ფული. მასობრივი მკვლელობები“.

 

ახლა ამერიკაში ამ ფილმის პრემიერაზე მსჯელობენ – ფილმი გადაღებულია „მაიდნის“ შესახებ და ამერიკული პოლიტიკის ელიტაზე. მისმა ავტორმა, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ კაპუტომ, ჩაატარა გამოძიება და შეეცადა, თვალი აეხილა ამერიკელებისათვის იმაზე, თუ ამერიკის პრეზიდენტობის ამჟამინდელმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა რა როლი ითამაშა უკრაინის 2014 წლის თებერვლის სისხლიან მოვლენებში.

 

50-წუთიან მასალაში დროის ნახევარზე მეტი უკრაინას ეთმობა. კერძოდ, საუბარია ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისი ადმინისტრაციის როლზე უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე 2014 წელს, დახვრეტებზე „მაიდანზე“, ექს-ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის წევრების კორუფციულ მაქინაციებზე კომპანია „ბურისმაში“, უკრაინის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების ჩარევაზე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ.

 

გადაღებებში მონაწილეობდნენ უკრაინის უშიშროების საბჭოს ექს-ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ექს-გენპროკურორი ვიქტორ შოკინი, „ბერკუტის“ ყოფილი თანამშრომელი სერგეი ტამტურა და მისი ადვოკატი ალექსანდრ გოროშინსკი. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ამ ფილმის ვერსია რუსული თარგმანით.

 

ფილმში, აგრეთვე, ფიგურირებს ნიღბიანი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს დილით, სხვებთან ერთად, დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს და მილიციის თანამშრომლებს.

 

„ნაბრძანები გვქონდა, გვესროლა „ბერკუტისა“ და ხალხისთვის, უნდა მოგვეხდინა ქაოსის პროვოცირება. ეს დაიწყო 20 რიცხვის დილის 8 საათზე“, – ამბობს მსროლელი.

 

ფილმის ავტორის კითხვაზე, ვის უმალავს სახეს, ნიღბიანი პასუხობს: „იმათ, ვინც სროლა გვიბრძანა“.

 

ფილმში არიან ე.წ. „ქართველი სნაიპერებიც“, რომლებმაც კვლავ დაადასტურეს თავიანთი ვერსია, რომ „მაიდანზე“ მათ ჩაყვანაზე ზრუნავდა სააკაშვილის თანამზრახველი მამუკა მამულაშვილი, რომელიც მოგვიანებით „ქართული ლეგიონის“ მეთაური გახდა.

 

კიევში ისინი ყალბი პასპორტებით ჩაიყვანეს. „მაიდანზე“ სროლების ორგანიზებით კი, მათი სიტყვებით, დაკავებული იყვნენ ანდრეი პარუბი და სერგეი პაშინსკი, რომლებიც, ასევე, პასუხს აგებდნენ ვითარებაზე სასტუმრო „უკრაინაში“ და იარაღით მომარაგებაზე.

 

ფილმში ამბობენ, რომ კიევში ჩაყვანილი საქართველოს 45 მოქალაქიდან მხოლოდ 14-ღა არის ცოცხალი. ფილმის ავტორის, მაიკლ კაპუტოს აზრით, შეიძლება ვიღაც ცდილობს საშიში მოწმეების თავიდან მოცილებას. კაპუტო სასტუმრო „უკრაინის“ ერთ-ერთ ნომერშიც იყო, საიდანაც შეიძლებოდა სროლა.

 

ავტორი ფილმში გამოთქვამს თავის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აპირებს ყველა ამ მოვლენის ბოლომდე გამოძიებას. ამასთან, იცავს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, რომელმაც „არ უნდა ზღოს იმის გამო, რაც ჩაიდინა მისმა წინამორბედმა – იგულისხმება ჩარევა ამერიკის არჩევნებში“.

 

კაპუტო პარალელს ავლებს უკრაინის მოვლენებსა და ტრამპის იმპიჩმენტს შორის და უთითებს ერთსა და იმავე ხელწერაზე და ამაში ჯორჯ სოროსის, ექს-ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ამერიკის დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობაზე. ფილმის ავტორი უჩვენებს მთელ ფინანსურ ჯაჭვს, თუ როგორ ხვდებოდა უკრაინაში სოროსის ფული ბაიდენის შემწეობით. მათ, ტრამპის ექს-მრჩევლის აზრით, ანგარების მიზნით და ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ „მაიდნის“ მოვლენებით შეეძლოთ, უკრაინაში გამოეწვიათ გრძელვადიანი კრიზისი.

 

EADaily უკვე იუწყებოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი თავის დროზე უკრაინიდან გააძევეს სწორედ იმის გამო, რომ ის აპირებდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას „მაიდნის“ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

„თვალსაზრისმა“ რამდენიმე დღის წინ, ფილმის საწყისი, ინგლისური ვარიანტი შემოგთავაზათ. ამჟამად, ფილმი უკვე ითრგმნა რუსულად:

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner