logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხებათ, საქართველოში შემთხვევები ძირითადად ოჯახური ან სამეგობრო კლასტერებია
- +

25 მარტი. 2020. 13:36

 

 

“სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

 

პაატა იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობისას.

 

 

„ გუშინ ერთმა თქვა, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს, ძირითადად ეს არის ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული. თვითიზოლაციაში როდესაც არის ადამიანი, მაშინაც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს შორისაც კი. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაელაპარაკონ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს დისტანცია არის სულ მცირე მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში  – ორი მეტრი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner