logo_geo
eng_logo
მაია ზალდასტანიშვილი: პაციენტში ერტი საინტერესო სიმპტომი ფიქსირდება, ყნოსვის დაკარგვა
- +

25 მარტი. 2020. 15:11

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსს რაიმე კონკრეტული დამახასიათებელი სიმპტომი არ ახასიათებს, თუმცა გამოვლინდა ერთი საინტერო სიმპტომი, ყნოსვის დაკარგვა.

 

 

მაია ზალდასტანიშვილის თქმით, ექიმების ეჭვები პაციენტების გამოკითხვას ეყრდნობა.

 

 

"კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვეულებრივი გრიპოზული სიმპტომი. ჩვენ ეჭვი მიგვაქვს ჯერჯერობით იმით, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია საეჭვო ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში და ხომ არ ჰქონდათ შეხება დაავადებულ ინფიცირებულ პირთან. ანუ, გამოკითხვით. ძირითადად, ეყრდნობა ჩვენი ეჭვი გამოკითხვას.ანუ, არ არის რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც 100 %-ით მიგვანიშნებს, რომ მას აქვს კორონავირუსული ინფექცია. თუმცა, ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში - ყნოსვის დაკარგვა. შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი კორონავირუსისთვის, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი და ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-იანი სიმპტომი, რომელიც ამ დაავადებაზე მიგვანიშნებს,“ - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner