ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა.
სოფო კილაძე ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
„როგორც საკუთარი თვალით ვნახე, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მათი უფლებები დაცულია ყველა მიმართულებით. მინდა დავამშვიდო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ძალიან კარგად ზრუნავენ მათზე. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც კარანტინის პირობებში საკუთარ ოჯახებს მოწყდნენ და ზრუნავენ პატიმრებზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ამ ეტაპზე გლდანში მდებარე #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას 115 პირი გადის.