logo_geo
eng_logo
იან კელი: ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს
- +

1 მარტი. 2016. 10:48



ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შს მინისტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგატებს მიესალმა.

კელის თქმით, მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დამკვიდრებისთვის ქალთა წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.



3 მარტს ჩვენ აღვნიშნავთ დედის დღეს. 8 მარტს აღვნიშნავთ ქალთა დღეს. ეს ღონისძიება საგანგებოდ დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს. შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობენ ქალები სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ, რომ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზება მოახდინონ. ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს.

ამ სფეროში ქალებს განსაკუთრებული როლი და ხედვა გააჩნიათ. ქალთა როლის გაძლიერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უკვე აღარავინ დაობს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში ქალები უნდა იყვნენ ჩართული", - განაცხადა იან კელიმ.




 

right_banner
არქივი
right_banner