logo_geo
eng_logo
კახა კალაძე თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლას ულოცავს
- +

18 სექტემბერი. 2020. 02:18

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლას ულოცავს.

 

„კიდევ ერთი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება – თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე, გამარჯვებით დასრულდა „დინამო თბილისის” შეხვედრა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ და „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. გილოცავთ!“,- წერს კალაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“.„დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner