logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ბრავო თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამოც“ გავიდა, გილოცავთ გამარჯვებას
- +

18 სექტემბერი. 2020. 02:21

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ულოცავს.

 

„ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!!  „დინამოც“ გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!“,- წერს გახარია.

 

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“.„დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner