logo_geo
eng_logo
გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა
- +

18 სექტემბერი. 2020. 12:25

 

 

 

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

 

ხიდზე განთავსებული კორპუსის შიდა ეზოს დაზიანებული ნაწილი როგორც ხიდით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის, ასევე, აქ მცხოვრები დაახლოებით, 65 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება კონსტრუქციის გამაგრების შესახებ, რის შემდეგაც მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდა.

 

 

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენ-სერვისმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 380 355 ლარი გაიხარჯა.

 

დასრულებულ სამუშაოებს  გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - გულია გოცირიძესთან, ლევან კობიაშვილთან და ოთარ გრიგოლიასთნ ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner
არქივი
right_banner