logo_geo
eng_logo
ვაზიანში „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა
- +

18 სექტემბერი. 2020. 12:51

 

 

 

ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.

 

„ძალა პარტნიორობაშია“ – ეს იყო „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილი. დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თამჯდომარე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე პირები დააჯილდოვეს, მათ შორის უცხოელი სამხედროები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედალი – „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.

 

დახურვის ცერემონიამდე საჩვენებელი სწავლება, ოპერაცია სახელწოდებით „ოკასუსის ფარი“ გაიმართა, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავდა – თავდაცვითი ოპერაციები, გარღვევა და კონტრშეტევა. სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები იყვნენ ჩართულები.

 

წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატო-ს წევრ ოთხ ქვეყანასთან ერთად – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებდა მონაწილეობას.

 

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

 

 


 


 


 

 


 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner