logo_geo
eng_logo
მიზნობრივი ტესტირების შედეგები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში
- +

18 სექტემბერი. 2020. 17:43

 

 

 

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

 

ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია.

 

აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი ტრანსპორტის მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები.)

 

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

 

ზემოაღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა 5 769 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner