logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 სექტემბერი. 2020. 10:26

 

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს შეადგენს.​

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner