logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ქართულ ავიაციას და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს წარმატებას ვუსურვებ
- +

19 სექტემბერი. 2020. 16:38

 

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი,  ქართული ავიაციის 28-ე წლისთავს ეხმიანება და სამხედრო ავიაციის  მოსამსახურეებს ამ დღეს  ულოცავს.

 

,,დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა.  საჰაერო სივრცე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს საქართველოს სრულად მოდერნიზებული თავდაცვის სისტემა აქვს. მომზადდა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული საავიაციო პარკი ეყოლება.

 

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

 

სამხედრო ავიაციის ყველა მოსამსახურეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს!“ - წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner