logo_geo
eng_logo
თანაინვესტირებს ფონდი: ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან
- +

19 სექტემბერი. 2020. 23:07

 

 

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, რომლის მიხედვით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

საქართველოს თანაინვესტორის ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია.

რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში, საკუთარი სურვილით დატოვეს ფონდი და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს საქმიანობა, ისევე როგორც არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით ტვ პირველს, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს“, - აცხადებენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდშ

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner