logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა Uriah heep-ის და ოზი ოსბორნის დრამერი ლი კარსლეიკი
- +

20 სექტემბერი. 2020. 21:35

 

 

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფ "ურია ჰიპის" და ოზი ოსბორნის დრამერი ლი კარსლეიკი, მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა კოლეგამ და მეგობარმა "ურია ჰიპიდან" კენ ჰენსლიმ.

 

"55 წელი ვმეგობრობდით, ის იყო საუკეთესო დრამერი ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, ის დაიღუპა ტანჯვის გარეშე, მადლობა ღმერთს, მაგრამ მის გარეშე წარმოუდგენლად დავობლდით"-აღნიშნა კენ ჰენსლიმ.

 

ლი კარსლეიკს 2014 წელს დაუდგინეს პროსტატის კიბო, 2018 წლის დეკემბერში მუსიკოსი წერდა:

 

"ექიმმა ცხრა თვის სიცოცხლეღა მიწინასწარმეტყველეს, მაგრამ ხუთი წლის წინ მითხრეს, ოთხი წელი თუ იცოცხლებო. მე ბოლომდე ვიბრძვი"

 

ლი კარსლეიკი მონაწილეობდა "ურია ჰიპის"ყველა ჰიტური ალბომის ჩაწერაში, დრამერმა ჯგუფი 2007 წელს დატოვა ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

 

მომაკვდინებელი დიაგნოზის დასმის შემდეგ ლი კარსლეიკი შეურიგდა ოზი ოსბორნს, კონფლიქტი მათ შორის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც კარლსლეიკმა ოზის ალბომებიდან საავტორო ჰონორარი მოითხოვა.

 

2018 წელს დრამერმა განაცხადა, რომ ოზისთან სასამართლო წააგო, ავადმყოფობის გამო საარსებო სახსრების გარეშე დარჩა, რის გამოც იძულებული გახდა სახლი გაეყიდა.

 

სიცოცხლის ბოლო თვეებში იგი დაუკავშირდა ოზი ოზბორნს და სთხოვა გამოეგზავნათ მისთვის ალბომების Blizzard of ozz და Diary of madman -ის პლატინის სერთიფიკატები, რომ კედელზე დაეკიდა იმის ნიშნად, რომ ლი კარლსლეიკი მათ ჩაწერაში მონაწილეობდა. ოზიმ და შარონმა მუსიკოსს თხოვნა აუსრულეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner