logo_geo
eng_logo
„ანაგი“: „ფორმულას“ სიუჟეტი ნუცუბიძეზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს
- +

21 სექტემბერი. 2020. 11:29

 

 

2020 წლის 19 სექტემბერს „ფორმულას“ სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტი ნუცუბიძეზე მდებარე სამშენებლო ობიექტს ეხებოდა და ის რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს.

 

„ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალდებულები ვართ, გავავრცელოთ ზუსტი ინფორმაცია და არ დავადასტუროთ შემდეგი:

 

  1. ნუცუბიძეზე კომპანია „ანაგი“ არ აშენებს ცათამბჯენს, როგორც ეს სიუჟეტში იქნა გაჟღერებული. მიმდინარე პროექტი ერთსართულიანი, 200 კვ.მ ფართის შენობის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს;

 

  1. მშენებლობის მიმდებარედ არსებულ პარკთან კომპანია „ანაგს“ არ აქვს რაიმე ტიპის კავშირი. ჩვენი ინფორმაციით, პარკი სახელმწიფოს საკუთრებაშია და „ანაგის“ მიერ არ იგეგმება პარკის კუთვნილ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოება;

 

  1. პროექტის დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის დაკვეთით მიმდინარეობს, სიცრუეა. „ანაგი“ არ ადასტურებს ოთარ ფარცხალაძესთან რაიმე სახის კავშირს. დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი;

 

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არ განუხორციელებია და არ განახორციელებს არავითარ უკანონო და რაიმე ტიპის საფრთხის შემცველ მშენებლობას“, - ნათქვამია „ანაგის“ განცხადებაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner