logo_geo
eng_logo
„მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“ – კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის ბოლო პოსტი
- +

22 სექტემბერი. 2020. 00:53

 

 

ლუდმილა ანუა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მკურნალობას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

 

ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა:

 

„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენს შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“ – წერდა ინფიცირებული.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.​

 

გარდაცვლილი სოხუმის №1 სკოლის პედაგოგი იყო. სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა, რადგან 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner