logo_geo
eng_logo
ლევან გოფოძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი
- +

22 სექტემბერი. 2020. 18:00

 

 

„კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

 

ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილის მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო.

 

„გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღე მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონაროგრაფია სტენტირებით. ერთი პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ისევ რეინფარქტი მოხდა. ორჯერ ავამუშავეთ გული გაჩერების შემდეგ, მაგრამ მესამეჯერ ეს ვეღარ მოხერხდა. მისი მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან გოფოძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner