logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 - აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება
- +

23 სექტემბერი. 2020. 11:38

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 - აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

 

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – 4, იმერეთში – 14 , აქედან 2 თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – 4, აქედან 1 ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში – 1, ზუგდიდში – 2“, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი, გარდაიცვალა 24.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner