logo_geo
eng_logo
მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21 ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა
- +

23 სექტემბერი. 2020. 12:16

 

 

 

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 21 ოჯახმა მთელი ზამთრის სამყოფი, 42 ტონა, შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება უკვე მოიმარაგა.

 

თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს რათა შეშის ალტერნატიული საშუალების პოპულარიზაცია მოახდინოს მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში და პროექტში მალე ყველა ოჯახი იყოს ჩართული.

 

 მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებელთა ბიომასით მომარაგება 2016 წლიდან დაიწყო UNDP-GEF პროექტით, და პირველ წელს 11 ოჯახი ჩაერთო. მას შემდეგ პროექტი მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის კოორდინაციით გრძელდება. ადმინისტრაცია ახდენს თხილის ნაჭუჭის შემოტანას ხეობაში, ხოლო შიდა ტრანსპორტირება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით ხდება.

 

დღეის მდგომარეობით, 5 წლის განმავლობაში შემოტანილია 405 ტონა თხილის ნაჭუჭი, რითიც 151 ოჯახი მომარაგდა. თხილის ნაჭუჭის შემოტანის პროცესი მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შეშის ალტერნატიული საშუალებით ჩანაცვლებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, და სულ უფრო მეტი ოჯახი ერთვება აღნიშნულ პროექტში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner