logo_geo
eng_logo
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ
- +

24 სექტემბერი. 2020. 15:07

 

 

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

 

„ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner