logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ვითარების დასტაბილურებამდე სასურველია, რომ აჭარაში იმუშაოს პრინციპმა „დარჩი სახლში“
- +

24 სექტემბერი. 2020. 15:20

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, აჭარის რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს.

 

გამყრელიძე განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდებს, რომ ვითარების დასტაბილურებამდე მობილობა შეამცირონ.

 

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოვუწოდებ, პრინციპი „დარჩი სახლში“ ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალურად იყოს დისტანციური მუშაობა. მოვუწოდებ ხანდაზმულებს, სასურველია, რომ დროებით, ვიდრე აჭარაში სიტუაციას ისევ დავასტაბილურებთ, მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner