logo_geo
eng_logo
აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი „აფხაზეთის თასი 2020“ დაიწყო
- +

24 სექტემბერი. 2020. 16:52

 

 

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ „მზიურის“ საფეხბურთო სტადიონ „მასტერ კლას-არენაზე“ დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის „თბილისი“', ზესტაფონის „მარგვეთი“, ზუგდიდის „ოდიში“, ბათუმის „აჭარა“ და გორის „დილა“. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან.

 

ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის „თბილისსა“ და ზესტაფონის „მარგვეთს“ შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

 

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner