logo_geo
eng_logo
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ
- +

24 სექტემბერი. 2020. 18:04

 

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვალ გაათავისუფლებენ. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner