logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

24 სექტემბერი. 2020. 20:08

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 61 პირს დაუდასტურდა.

 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 167 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის რვა პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner