logo_geo
eng_logo
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:57

 

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში ჯერჯერობით არ იმყოფება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მეუფე გერასიმეს ტესტირება ხვალ იგეგმება.

 

„მეუფე თავად არ არის თვითიზოლაციაში. მესანთლე თბილისში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ ეპარქიაში დაბრუნდა და დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ, ის გადაყვანილია კლინიკაში. ხვალ აპირებს ტესტირებას. ვირუსის ნიშნები მეუფეს არ აქვს. ინფორმაციას ეპარქიის გვერდზე ცოტა ხანში გავავრცელებთ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner