logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გადაადგილება შეიზღუდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 02:18

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა.

 

მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

 

ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

,,ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება", - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner