logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სწორია რეკომენდაცია, რომ აჭარაში განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში
- +

27 სექტემბერი. 2020. 11:17

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მიეჩვიოს.

 

გახარიამ ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციების შესრულებაზე, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.

 

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მატარებელი ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. გახარიას თქმით, სწორია  ხანდაზმულების მიმართ რეკომენდაცია, რომ სახლში დარჩნენ.

 

„ინფიცირების რაოდენობის ზრდა გვაქვს და გვექნება კიდეც, ჩვენ უნდა მივეჩიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას, ამას ყოველთვის ვამბობდით. მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ეს ხომ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს განათლება, ეკონომიკა, პოლიტიკური პროცესი. ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული –  ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის ნორმები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანებისა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადების მატარებელ ადამიანებს, აქ განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. უფრო მეტიც, ალბათ სწორია რეკომენდაცია, რომ აჭარაში განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში, ეს ძალიან სწორი რეკომენდაციაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

right_banner
არქივი
right_banner