logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 193 - აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება
- +

27 სექტემბერი. 2020. 11:44

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 - აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

 

„294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით. 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – 4, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„27 სექტემბრისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5 254 შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 296, დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, მატება აღარ გვქონია. მთლიანად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1 906. შესაბამისად, 3 348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ-ცენტრებში, სასტუმროებსა და ძალიან მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. ამ 3348 პაციენტიდან, კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner