logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ
- +

27 სექტემბერი. 2020. 10:35

 

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მთავრობა სისტემურ შეზღუდვებსა და ჩაკეტვებს არ გეგმავს, არამედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს მიზნობრივ, ლოკალურ ღონისძიებებს.

 

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემი. ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner