logo_geo
eng_logo
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:12

 

 

 

 

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე. ასევე, დროშები დაშვებულია რეგიონებში ადმინისტრაციულ შენობებზე.

 

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

 


 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner