logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია : არჩევნები ჩატარდება მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში, პანდემია მას ხელს ვერ შეუშლის
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:17

 

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ეს ასეც იქნება.

 

მისივე თქმით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

„მე ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, საერთოდ არ არის ეს ჩემი საქმე. მოგეხსენებათ, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარანტულ გარემოში და ეს ასე იქნება. ყველას ძალიან კარგად გვესმის,

 

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ეს ხომ არ არის სიახლე, ყოველთვის ვამბობდით, რომ მარტივი წესები უნდა დავიცვათ. დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციაზე და ელემენტარულ ჰიგიენურ წესებზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა. ამიტომ, ეს წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner