logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე : სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:20

 

 

 

27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. დღეს პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ომს. რეალურად, ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში, ამით დაზარალდა მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომლიც დღეს ხელოვნურად, მავთულხლართებით არის გაყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალზე განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

 

„მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით, ჩვენ შევძლებთ, ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მჯერა, რომ დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში. დღეს, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, ვიდრე დაბრუნება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner