logo_geo
eng_logo
კახა კალაძე : ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:22

 

 

დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში“,- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

„ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო“,- წერს კალაძე.

 

თბილისის მერმა  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner