logo_geo
eng_logo
ასპინძაც „გაწითლდა“ - მუნიციპალიტეტმა მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა
- +

27 სექტემბერი. 2020. 17:17

 

 

ასპინძაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ექთანს COVID-19 დაუდასტურდა. მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის გამო, სოფელში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

 

„ექთანი ქალი აჭარიდან ჩამოსულა, მაგას დაუდასტურდაო. წუხელ ღამის 12-დან პოლიცია დადგა სოფლის შემოსასვლელში, არც ჩვენ გვიშვებენ სოფლიდან და არც სხვას უშვებენ აქ. შემოწმებაზე ჯერ არავინ მოსულა”, – გვითხრა ადგილობრივმა.

 

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა.

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner