logo_geo
eng_logo
„ბავშვი დაგლეჯილია...“ - კასპის მუნიციპალიტეტში 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა
- +

27 სექტემბერი. 2020. 19:56

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა.

 

სოფელში მეზობლები „რეპორტიორს“ უყვებიან, რომ 18 წლის გიორგი ნატროშვილს ხარი მტკვრის პირას, საბალახოდ ჰყავდა წაყვანილი. მათი თქმით, აღნიშნულ ფაქტს მწყემსი შეესწრო, რომლებმაც პოლიცია გამოიძახა.

 

როგორც ადგილობრივებმა „რეპორტიორს“  განუცხადეს, ხარი ბიჭის გაზრდილი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ ხარი წინა დღეს დაკოდეს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

 

„ბავშვი დაგლეჯილია... პოლიციამ გიორგი ექსპერტიზაზე წაიყვანა  და სახლში დღეს გადაასვენეს. ახლა დაამთავრა საშუალო სკოლა, ჯარში აპირებდა წასვლას“, - უყვება „რეპორტიორს“ სოფლის მაცხოვრებელი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner