logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირის N60-ში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
- +

28 სექტემბერი. 2020. 12:04

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N60-ში მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.

 

პროექტის მიხედვით, 400 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ხორციელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი და კაუჩუკის დასხმის სამუშაოები, ასევე ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

 

სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები და ბორდიური, მოსახლეობის მოთხოვნით დაიდგა საჩრდილობელი.

 

პროექტის ღირებულება 68 724 ლარს შეადგენს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner