logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის, რაც მიუთითებს, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული
- +

28 სექტემბერი. 2020. 12:44

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პასუხი არაერთი საერთაშორისო ექსპერტისა და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც ძალიან წარმატებული.

 

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული რაოდენობისა, ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის 0,57 პროცენტი, რაც მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული.

 

„კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პასუხი არაერთი საერთაშორისო ექსპერტის და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც ძალიან წარმატებული, როგორც ინფექციის შეკავების ფაზაზე, ასევე აქტიური მართვის ფაზაზე, რადგან გვაქვს ყველა ის ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს კრიტიკული წარმატების ფაქტორს ქვეყნის პასუხისთვის. ქვეყანაში მოქმედებს ტესტირების შესაძლებლობა, აქტიური ძიება კონტაქტების, ეს არის კლინიკური სექტორის მზაობა და ამაზე მიუთითებს ის მონაცემები, რომელიც ქვეყანას აქვს. მიუხედავად შემთხვევების გარკვეული რაოდენობის, რაც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის 0,57 პროცენტია და ერთ პროცენტზე დაბალია, რაც მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს ამ გამოწვევას საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner